ვეივი ქმნის საინჟინრო გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირველ რიგში არქიტექტორების, დეველოპერებისა და საბოლოო მომხმარებლების საჭიროებებს ემსახურება. ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ საიმედო და კოორდინირებულ საპროექტო მომსახურებას, რომლებიც მოიცავს მთლიან MEP სისტემებს, ენერგოეფექტურობასა და საინჟინრო კონსულტაციას.
ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევქმნათ კომუნიკაციაზე დაფუძნებული, ჯანსაღი და თანამშრომლური გარემო, სადაც საინჟინრო ხედვა ჰარმონიულად ერწყმის არქიტექტურულ ჩანაფიქრს და განვითარების მიზნებს. როგორც პროფესიონალები, ვაცნობიერებთ ნორმების, სტანდარტებისა და რეგულაციების მნიშვნელობას და მთლიანად ვიღებთ პასუხისმგებლობას ტექნიკური შესაბამისობისა და ადამიანზე ორიენტირებული პროექტისთვის. ჩვენი მიდგომა ეფუძნება სიზუსტეს, გამჭვირვალეობას და პროფესიულ პასუხისმგებლობას - ვქმნით შენობებს, რომლებიც მუშაობს, და ურთიერთობებს, რომლებიც რჩება.